თეიმურაზ ჯანჯალია: სახელმწიფოს განხორციელებული აქვს ასოცირების შეთანხმების ვალდებულებების დაახლოებით 40%, ჩვენი მიზანია, 2024 წლისთვის აღებული ვალდებულებები 65- 70%-მდე გაიზარდოს

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ წარადგინა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„2024 წლისთვის საქართველო ევროკავშირში წევრობის განაცხადის გასაკეთებლად ემზადება. ეს მხარდაჭერილი ასევე, უნდა იყოს იმ რეფორმებით და ასოცირების ხელშეკრულების რეალიზაციის იმ ტემპებით, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს. მოწვეული ევროპელი ექსპერტების ჩართულობით მომზადებული ანალიზის მიხედვით, ამ პერიოდისთვის სახელმწიფოს განხორციელებული აქვს ასოცირების შეთანხმების ვალდებულებების დაახლოებით 40%. ჩვენი მიზანია, 2024 წლისთვის აღებული ვალდებულებები 65- 70%-მდე გაიზარდოს, რაც საშუალებას მოგვცემს ჩვენ, ეს განაცხადი გავაკეთოთ”, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, რეფორმების ტემპი შენარჩუნებული უნდა იქნას იმ ვადებიში, რომელიც გათვალისწინებულია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაში.

მომხსენებელმა მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელებულ ისეთ მნიშვნელოვან აქტივობებზე ისაუბრა როგორიცაა, დასაქმება და შრომითი უფლებები, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, მეცნიერება, კულტურა განათლება და ტრანსპორტი, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, რეგიონალური განვითარება.

მომხსენებელმა მიღწეულ წარმატებებზე და ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

მისი თქმით, საერთაშორისო ექსპერტების და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნები აღიარებენ იმას, რომ საქართველო მოწინავე ქვეყანაა ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის კუთხით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები