ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის აქცია სააკაშვილის დაბადების დღეს “უბრალოდ დაემთხვა”

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პარტიის მიერ ხვალისთვის დაგეგმილი აქცია მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის იუბილეს უბრალოდ დაემთხვა.

მისივე თქმით, პარტია ემზადება იმისთვის, რომ შეუძლებელი გააკეთოს და ხელისუფლება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ აიძულოს.

“სიმბოლურად, უბრალოდ, დაემთხვა მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს. ეს იქნება ისეთი აქცია, რომელიც ბევრჯერ გვინახავს, თუმცა, ეს იქნება ძალიან ფართომასშტაბიანი აქცია.

პარტია ემზადება, რომ გააკეთოს შეუძლებელი. ეს ერთ და ორ დღეში არ ხდება, ბუნებრივია, ეს არის პოლიტიკური პროცესი, რომელიც უნდა მივიდეს გარკვეულ ფაზამდე, სადაც ჩვენ უკვე უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება ჩვენი მოქმედებებით, რომ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები