ირაკლი ღარიბაშვილი: დაინტერესებულნი ვართ, რომ რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა – საქართველო ყოველთვის მოტივირებულია, რომ ამ პროცესში შეასრულოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი

“ჩვენ დაინტერესებულნი ვართ იმით, რომ რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. საქართველო ყოველთვის მოტივირებულია, რომ ამ პროცესში შეასრულოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსა და სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ყოველთვის მზად არის, წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განვითარებაში.

„ჩვენ დაინტერესებულნი ვართ იმით, რომ რეგიონში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. საქართველო ყოველთვის მოტივირებულია, რომ ამ პროცესში შეასრულოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი. სწორედ ამ მიზნით, მოგეხსენებათ, რომ მე გავაჟღერე მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა და მინდა, დაგიდასტუროთ, ბატონო პრემიერმინისტრო, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ,  მივიღოთ მონაწილეობა რეგიონის მასშტაბით და წვლილი შევიტანოთ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განვითარებაში”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები