იუსტიციის სამინისტრო სომხეთს „მობილური იუსტიციის სახლის” პროექტის გამოცდილებას გაუზიარებს
„რამდენიმე დღის წინ გამართულ მინისტერიალზე დიდი ინტერესი გამოიწვია მობილური იუსტიციის სახლის პროექტმა”- ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, მეზობელ სომხეთს ამ წარმატებული პროექტის გამოცდილებას გაუზიარებს. „ჩვენს სომეხ კოლეგებთან ერთად ვგეგმავთ, ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმის ჩატარებას, სადაც მათ გავუზიარებთ გამოცდილებას მობილური იუსტიციის სახლის პროექტთან დაკავშირებითაც”- განაცხადა რატი ბრეგაძემ. საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს, მიმდინარე კვირაში, ვენეციაში გამართული მინისტერიალის ფარგლებში შეხვდა. წინამდებარე ელექტრონულ შეტყობინებაში მოცემული ინფორმაცია და მისი დანართ(ებ)ი გამიზნულია მხოლოდ კონკრეტული ადრესატ(ებ)ისთვის და შეიძლება შეიცავდეს კონფიდენციალურ ინფორმაციას. თუ თქვენ არ წარმოადგენთ შეტყობინების ადრესატს, გთხოვთ: დაუყოვნებლივ აცნობოთ აღნიშნული გამომგზავნს და დაუბრუნოთ ელექტრონული შეტყობინება; არ გაამჟღავნოთ და არ გაავრცელოთ შეტყობინებისა და მისი დანართ(ებ)ის შინაარსი; არ გადაიღოთ მათი ასლები და არ განახორციელოთ მასზე დაყრდნობით სხვადასხვა ქმედება; წაშალეთ აღნიშნული შეტყობინება და მისი დანართ(ებ)ი თქვენი სისტემიდან.