რატი ბრეგაძე – „იუსტიციის სახლი არის ადგილი, სადაც ადამიანი გრძნობს, რომ სახელმწიფო მისი სახლია”

„იუსტიციის სახლი დღეს „ერთი ფანჯრის” პრინციპით სრული კეთილგანწყობით მოქალაქეებსა და ქვეყნის სტუმრებს 450-ზე მეტ მომსახურებას სთავაზობს”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საქართველოს პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში 27 იუსტიციის სახლი და 88 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს.

„ეს არის წინა ხაზი, რომელიც მომხმარებელს იუსტიციის სამინისტროს სისტემის, დაახლოებით, 8700 თანამშრომლის მიერ მომზადებულ პროდუქტს აწვდის და უწყების მიზანია, ამ სიკეთით სარგებლობის შესაძლებლობა რაც შეიძლება მეტ ადგილას იყოს ხელმისაწვდომი”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მინისტრის თქმით, ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ვითარდება თანამედროვე უახლესი ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი, სტუმრების კომფორტზე ორიენტირებული და შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები