“ირაკლი ღარიბაშვილმა დაამტკიცა, რომ ივანიშვილისგან დამოუკიდებლად მოქმედებს“

მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები კვლავ კვირის მთავარ თემად რჩება. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ტელეიმედის“ გადაცემა „პოლიტიკის დროში“ განმარტა, რომ შენიშვნები მთავრობაში დარჩენილ რამდენიმე მინისტრთან მიმართებაშიც აქვს და აღნიშნულ კონტექსტში მორიგი საკადრო ცვლილება არ გამორიცხა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის ყველა მინისტრთან დაკვირვების რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. მინისტრთა კაბინეტში პრემიერის მიერ განხორციელებულ და შესაძლო ცვილებებთან დაკავშირებით “კვირა“ საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტს, ექპერტ არჩილ გამზარდიას ესაუბრა.10555236_275892515950272_2059909436_n
ექსპერტის შეფასებით, ის ფაქტი, რომ პრემიერი მთავრობის დაკომპლექტებას საკუთარი შეხედულებისამებრ მოწონებული კანდიდატურებით ცდილობს, გარკვეულწილად აბათილებს მოსაზრებას, რომ მთავრობას კვლავ ბიძინა ივანიშვილი მართავს.
“ირაკლი ღარიბაშვილს საერთაშორისო ასპარეზზეც და ჩვენს საზოგადოებაშიც დამოუკიდებელი ლიდერის იმიჯი სჭირდება. ის ფაქტი, რომ პრემიერი სამთავრობო გუნდს თავისი შეხედულებისამებრ აკომპლექტებს და ბიძინა ივანიშვილის მიერ მოწონებული კადრების გათავისუფლების ნაბიჯს დგამს – ეს უკვე ამკვიდრებს ამ აზრს, რაც პოზიტიური მოვლენაა“, – განუცხადა “კვირას“ არჩილ გამზარდიამ.
რაც შეეხება უკვე გათავისუფლებულ მინისტრებს, გამზარდიას არასაკმარისად მიაჩნია პრემიერის განმარტება იმის თაობაზე, თუ რატომ გაათავისუფლა თანამდებობიდან მაინცდამაინც ის შვიდი მინისტრი. ექსპერტი ფიქრობს, რომ პრემიერმა სამთავრობო ცვლილებებასთან მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ძალიან ზოგადი და არაარგუმენტირებული განმარტება გააკეთა.
„გაურკვეველია, რა კრიტერიუმითა და ლოგიკით აღმოჩნდა, იგივე ხათუნა გოგალაძე მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის მიღმა, ხოლო ნოდარ ხადური მთავრობაში. პრემიერის მიერ ამა თუ იმ მინისტრის ეფექტურობის საზომი საკმაოდ ზოგადად და გაუმჭვირვალედ არის ახსნილი. ხელისუფალი ვალდებულია, საზოგადოებას აუხსნას, თუ რის საფუძველზე ღებულობს მსგავი სახის გადაწყვეტილებებს. საზოგადოებამ უნდა იპოვოს ლოგიკა, რომლის მიხედვითაც ხელმძღვანელობს ესა თუ ის ლიდერი. ამორფული მიდგომა, რომ საჭიროა მეტი ენერგია და ახალი ძალა – მე არასაკმარისად მეჩვენება. ირაკლი ღარიბაშვილს დეტალურად უნდა აეხსნა, რა ხარვეზები ჰქონდა იმ შვიდ მინისტრს მუშაობაში. სიტყვები ეფექტური და ნაკლებად ეფექტური – შეფასების კონკრეტულ სურათს არ იძლევა“,- აღნიშნა გამზარდიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები