აფხაზეთის მთავრობა ვაქცინაციის კამპანიაში – „ავიცრათ ერთმანეთისთვის“ აქტიურად ჩაერთო

იმუნიზაციის პროცესის დაჩქარების მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აქტიურად ჩაერთო კამპანიაში – „ავიცრათ ერთმანეთისთვის“. კამპანიის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ჩართულობით, სოფელ ჭითაწყარში, „ევექსის“ კლინიკაში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს COVID-19-ის ვაქცინაცია ჩაუტარდათ.

იმუნიზაციის კამპანიაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე – რუსლან აბაშიძე, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე – ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ლევან ჩაკვეტაძე და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი – დავით ფაცაცია მონაწილეობდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, დევნილებს მიეწოდათ ინფორმაცია ვაქცინების და იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ, ასევე, გადაეცათ საინფორმაციო ბუკლეტები და სამედიცინო პირბადეები. მოსახლეობას ნებაყოფლობითი ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება და ვაქცინაცია მაღალკვალიფიციურმა ექიმ-სპეციალისტებმა ჩაუტარეს. ვაქცინაციის ცენტრამდე დევნილების ტრანსპორტირება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტრომ უზრუნველყო.

აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით, იმუნიზაციის ფართომასშტაბიანი კამპანია და ვაქცინაციის სააგიტაციო ღონისძიებები, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლას ემსახურება, საქართველოს ყველა რეგიონში აქტიურად გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები