მიხეილ სააკაშვილი: გავიგე – ბიძაჩემი, თემურ ალასანია, რომელიც საახალწლოდ ჩამოვიდა საქართველოში, დაკითხვაზე დაიბარეს

პატიმრობაში მყოფი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თემურ ალასანია დაკითხვაზეა დაბარებული.

“გავიგე – ბიძაჩემი, თემურ ალასანია, რომელიც საახალწლოდ ჩამოვიდა საქართველოში, დაკითხვაზე დაიბარეს.

ჩემი რჩევა ივანიშვილს – თუ ბაძავ ვარლამ არავიძეს, ბარემ ბოლომდე მიბაძე და დააპატიმრე სასწრაფოდ ყველა ალასანია, ყველა სააკაშვილი, მიაყოლე ავთო წერეთელიც და მისი ადვოკატი კახა წერეთელიც, ჩემი ნათესავებია. ყველა, საქართველოში მყოფი ჰოლანდიელი, ნუ ერთი ამერიკელიც (ბიძაჩემი ხომ ამერიკის მოქალაქეა), რათა ახალი წლის სუფრაზე განსაკუთრებულად დაცულად და ბედნიერად იგრძნო თავი შენს ხიხოსტანში”, – ნათქვამია მიმართვაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები