“საქართველოს პოლიტიკურ საპატიმროდ ვერ აქცევთ” – თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს

ე.წ. ფულის გათეთრების საქმის სასამართლო სხდომის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ბრალდებულების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

მოსამართლე დღეს გადაწყვეტილების მისაღებად უნდა გავიდეს.

3-წლიანი პროცესი, სადაც მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ფულის გათეთრებას ედავებიან, დასკვნით ეტაპზეა.

ბრალდებულები პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი ფულის გათეთრების მუხლით აქვთ წარდგენილი, ხოლო ავთანდილ წერეთელს გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები