დავით ბაქრაძე: პრეზიდენტის მიღებაზე მისვლას ვაპირებ

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტის საახალწლო მიღებაზე მივა.

მისივე თქმით, საქართველოს მომავალს შერიგება სჭირდება.

„პრეზიდენტის მიღებაზე მისვლას ვაპირებ. ჩემი მხრიდან მივდივარ იმ განწყობითა და იმ მზადყოფნით, რომ მივცეთ ამ პროცესს შანსი. მივცეთ პროცესს შანსი, რომ ქვეყანაში დამშვიდდეს ვითარება, ქვეყანაში ვითარება წავიდეს თანხმობისა და შერიგებისკენ იმიტომ, რომ საქართველოს მომავალს ასე სჭირდება”, – აცხადებს ბაქრაძე.

საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიებისათვის ხვალ საახალწლო მიღებას გამართავს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები