ირაკლი ღარიბაშვილი: მადლობას ვუხდი ესტონეთის პრემიერმინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-სთან დაკავშირებული მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის
მადლობას ვუხდი ესტონეთის პრემიერმინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-სთან დაკავშირებული მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ესტონელ კოლგასთან ინოვაციის, ციფრული ტექნოლოგიების, განათლებისა და თავდაცვის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების სხვადასხვა განზომილება განიხილა.
„ძალიან კარგი საუბარი მქონდა კაია კალასთან. განვიხილეთ ინოვაციის, ციფრული ტექნოლოგიების, განათლებისა და თავდაცვის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების სხვადასხვა განზომილება. მადლობას ვუხდი ესტონეთის პრემიერმინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-სთან დაკავშირებული მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის”, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
Great talks w/ 🇪🇪's @kajakallas. Various dimensions for enhanced bilateral co-op in the fields of innovation, digital technologies, education & defense discussed. Grateful for 🇪🇪's vocal support of Georgia's sovereignty & territorial integrity, as well as 🇪🇺 & #NATO aspirations. pic.twitter.com/3kSaydAVEa
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) December 15, 2021