“ჩვენ გვჭირდება ევროპა, რომელიც პოლიტიკური ნებაა. ეს არის ძალა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “France 24”-თან ინტერვიუში ისაუბრა და ჟურნალისტის კითხვას, – ევროპის თავდაცვის სისტემა, რომელიც ნატო-ს დუბლირებას არ მოახდენს, იმ ალიანსის, რომელშიც თქვენს ქვეყანას სურს გაწევრიანება. ეს კარგი იქნება? უპასუხა.
“დიახ. მე მასზე დიდი ხანია, ვფიქრობ. და ვფიქრობ, ეს დღეს უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე. აღვნიშნავ, რომ ევროკავშირი პირველად გვაძლევს ფინანსურ დახმარებას თავდაცვის საჭიროებებისთვის – უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს, სამივე ასოცირებულ ქვეყანას. ეს წელი ჩვენთვის ევროპის უფრო დიდი ჩართულობით აღინიშნა.
ევროსაბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს სამჯერ ეწვია. ის საქართველოს შიდაპოლიტიკურ კრიზისზე სამუშაოდ ჩამოვიდა, რაც აქამდე არ მომხდარა. ის ჩამოვიდა პირადად პეტრას სამიტზე დასასწრებად, რომელიც იყო სამი ასოცირებული ქვეყნის უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ლიდერების სამიტი, რომელიც ჩვენ ამ ზაფხულს გავმართეთ ბათუმთან ახლოს. ის ჩამოვიდა და ასევე ეწვია სომხეთსა და აზერბაიჯანს. სამწუხაროდ, ევროკავშირმა ამ კონფლიქტის მოგვარებაში, თავიდანვე არ ითამაშა თავისი როლი, მაგრამ ჩამოვიდა იმის საჩვენებლად, რომ ევროკავშირი არ დარჩება კონფლიქტის მოგვარების მიღმა.
თანხები წამოვა ამ წლიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის მიერ და მის კონტურებს დააკონკრეტებს მომდევნო სამიტი. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ ღია ვართ ყველა ინფრასტრუქტურისთვის, ყველა პროექტისთვის, ყველაფრისთვის, რასაც შეუძლია, რომ კავკასია სტაბილურობის, შეხვედრებისა და ეკონომიკური განვითარების რეგიონი გახადოს, მაგრამ არაფერი ევროპის გარეშე”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა წამოაყენა იდეა, რომელთა დაცვასაც აპირებს ევროკავშირის პრეზიდენტობისას, რომელსაც იგი იანვრის თვიდან ექვსი თვის განმავლობაში დაიკავებს.
“„დღეს ჩვენ უნდა შევიდეთ უფრო ოპერატიულ ფაზაში, განვსაზღვროთ ჩვენთვის, ევროპელებისთვის ჩვენი საერთო ინტერესები და საერთო სტრატეგია საფრთხეებისა და რისკების სამყაროში. ასე რომ, ჩვენ ვაპირებთ განვსაზღვროთ და გავაერთიანოთ ამ საფრთხეების საერთო ანალიზი, შემოვიტანოთ ახალი ამბიციები თავდაცვის ინდუსტრიაში, ასევე, ჩავატაროთ ერთობლივი წვრთნები, განვსაზღვროთ ჩვენი ერთობლივი პარტნიორობა”, – განაცხადა მაკრონმა.