გიორგი ბოტკოველი: ოპოზიციის შეკრებაზე განსახილველი მთავარი საკითხი იქნება ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი
ოპოზიცია დღეს შეხვედრის გამართვას გეგმავს. როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გიორგი ბოტკოველი ამბობს, შეკრებაზე მთავარი განსახილველი საკითხი ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი იქნება.
“ოპოზიციის შეკრებაზე მთავარი საკითხი იქნება ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი. ყველაფერი უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ხალხის ზეწოლის ფონზე და აქტიური პროტესტის ფონზე, იმისთვის, რომ გაათავისუფლოს პატიმრობიდან პოლიტიკური პატიმარი მიხეილ სააკაშვილი”, – განაცხადა ბოტკოველმა.