ანრი ოხანაშვილი: ჩვენი ამოცანაა, დაწესებულებებს შეეზღუდოთ იმ ფორმით საქმიანობა, რომელიც მაქსიმალურად ორიენტირებულია, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი იყოს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული

“ჩვენი ამოცანაა, დაწესებულებებს, რომლებიც ოპერირებენ სათამაში სფეროში შეეზღუდოთ იმ ფორმით საქმიანობა, რომელიც მაქსიმალურად ორიენტირებულია, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი იყოს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიზანია ისეთი რეგულაციების მიღება, რომელიც თამაშებზე დამოკიდებულებას მაქსიმალურად შეამცირებს.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, ერთი მხრივ, ადამიანები, ვინც არიან ასეთ თამაშებზე დამოკიდებულები, მათთან მიმართებით ჩვენ მივიღოთ ისეთი რეგულაციები, რომელიც მაქსიმალურად შეამცირებს ამ თამაშებზე დამოკიდებულებას და, მეორე მხრივ, ის ის დაწესებულებები, რომლებიც ოპერირებენ ამ სფეროში, მათ შეეზღუდოთ იმ ფორმით საქმიანობა, რომელიც მაქსიმალურად ორიენტირებულია, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი იყოს ასეთ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული”, – აცხადებს ოხანაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები