პარლამენტში ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის წევრობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დასრულდა

პარლამენტში საქართველოს კვოტით ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის წევრობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დასრულდა.

პარლამენტის ინფორმაციით, საკონკურსო კომისიამ, ონლაინ რეჟიმში ჩატარებული გასაუბრების შედეგად, ხუთი კანდიდატიდან სამი მათგანი: თინათინ უფლისაშვილი, ერიკ სვანიძე და ლევან მესხორაძე შეარჩია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები