ნიკოლოზ ყიფშიძე: მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია.

მისივე თქმით, სააკაშვილს აღენიშნება კუჭ-ნაწლავის პრობლემა და ანემია, რაც აქამდე არ ჰქონია.

“პრეზიდენტის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. გრძელდება საერთო სისუსტე, ასევე აღვნიშნავდი დისბალანსს, სიარულის პრობლემები აქვს. ამას პლუს დაემატა კუჭ-ნაწლავის პრობლემები, რომელიც ახალი პრობლემაა და ბოლო 2 დროს განმავლობაში განვითარდა. ასევე არის გამოკვეთილი ანემია, რომელიც მას ადრე არ ჰქონდა. ანემიის ნიშნები აღენიშნებოდა როცა შიმშილობდა, შემდეგ გამოსწორდა და ახლა ისევ დაეწყო. ასევე აღენიშნება ნეიროდეფიციტი, რომელიც ჩემი აზრით, გამოხატულია და რაც შეიძლება სწრაფად საჭიროებს კოლეგირებას“, – აცხადებს ექიმი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები