საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადულის“ გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
12 დეკემბერს, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში და თბილისის მერიის მხარდაჭერით დაარსებული საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადულის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. გამარჯვებულები ოთხ ნომინაციაში გამოვლინდნენ:
წლის საუკეთესო პროზაული წიგნი: • „ტანტალა მეფის საშინაო თამაშები“ – ალექს ჩიღვინაძე, ანა ჯანელიძე (გამომცემლობა „ზოლიანი კატა“);
წლის საუკეთესო პოეტური წიგნი: – • „გამოიცნონ პატარებმა“ – ნათია ჯანაშია (გამომცემლობა „პალიტრა L“);
წლის საუკეთესო ილუსტრირებული წიგნი: • „მგელი მითებსა და ზღაპრებში“ – გიორგი ჯინჭარაძე
გამომცემლობა „ზოლიანი კატა“); • „ნაცარქექია“ – ვარლამ ჯმუხაძე (გამომცემლობა „არტანუჯი“);
წლის საუკეთესო საგანმანათლებლო-შემეცნებით წიგნი: • „უჩვეულო კვირადღე„ – მარიამ წიკლაური (გამომცემლობა „ბაკმი„).
პრემია „ნაკადულის“ ჟიური შედგებოდა ხუთი წევრისგან: მაკა ლდოკონენი, ლელა კოტორაშვილი, სანდრო ასათიანი, პაატა პაპავა და სონია ელიაშვილი. „ნაკადულის“ მოკლე სიაში ოთხ ნომინაციაზე წარდგენილი იყო 2020 წელს გამოცემული 13 წიგნი. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულმა პრიზი და 2500- ლარიან ფულადი პრემია მიიღო. პრემია „ნაკადულის“ მიზანია, ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოების ინტერესის გაზრდა. ასევე, საბავშვო წიგნებზე მომუშავე ავტორების წახალისება და მათი შემოქმედების პოპულარიზება.