განათლების სამინისტრო: ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით თანდათან იკლებს დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლების რიცხვი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით თანდათან იკლებს დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლების რიცხვი. მათივე ცნობით, ბოლო შვიდი დღის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე 89 სკოლა და 398 ცალკეული  კლასი იმყოფება.

“საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკის ჯგუფის 110 მასწავლებელი. გასული კვირის მონაცემებთან შედარებით შემცირებულია ინფიცირებულ პედაგოგთა რიცხვი. ბოლო შვიდი დღის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებლების 0.6%-ს დაუდასტურდა, ხოლო  მოსწავლეების – 0.3%-ს.

ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 71.7%.

სკოლებში შექმნილია უსაფრთხო გარემო და მაქსიმალურად არის დაცული ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში Covid-19-ის ვირუსის  პრევენციის მიზნით აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის, ინტენსიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები