ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში ორი კოვიდინფიცირებული ჩვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით, მათ კლინიკაში მყოფი 100-ზე მეტი პაციენტიდან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
„მომართვის კლების ტენდენცია არ გვაქვს. ამ დროისთვის, ჩვენთან 116 ბავშვია. 15 წევს რეანიმაციაში. მათგან ორის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, მართვით სუნთქვაზე არიან. ერთია ახალშობილი და ერთი – ჩვილი. რეანიმაციაში მყოფი სხვა პირების მდგომარეობაც მძიმეა, აქვთ სუნთქვის უკმარისობა, თანმხლები ნევროლოგიური დაავადებებით, არიან ჟანგბადდამოკიდებულები. კლინიკაში მყოფი სხვა პაციენტები მძიმე მიმდინარეობით არ გამოირჩევიან. ჩვენთან მყოფი მშობლებიდან 9 ორჯერადადაა ვაქცინირებული. აქედან 6 აქვს დადასტურებული კორონავირუსული ინფექცია“, – აცხადებს მაია ჩხაიძე.