ლონდონის სასამართლომ აშშ-ში ჯულიან ასანჟის ექსტრადიციას მხარი დაუჭირა

ინგლისისა და უელსის სააპელაციო სასამართლომ WikiLeaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადირებას მხარი დაუჭირა.

სასამართლომ საჩივარი 27 და 28 ოქტომბერს განიხილა, მაგრამ გადაწყვეტილება მხოლოდ დღეს გამოცხადდა.

გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, საქმე უბრუნდება პირველი ინსტანციის სასამართლოს – ვესტმინსტერის სამაგისტრო სასამართლოს, რომელმაც ადრე დაადგინა, რომ 50 წლის ავსტრალიელის ექსტრადირება შეერთებულ შტატებში თვითმკვლელობის საფრთხის გამო არ შეიძლებოდა.

თუმცა, სააპალაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირკვევა, რომ – აშშ-ში ასანჟის ექსტრადირების შემთხვევაში, მისი უსაფრთხოებასთან დაკაშირებული მიღებული გარანტიები დამაკმაყოფილებელია და ასანჟის ადვოკატების შეშფოთების მოსახსნელად საკმარისია.

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს, რომ WikiLeaks-ის დამფუძნებელი უნდა დარჩეს პატიმრობაში.

„სააპელაციო სასამართლომ ასანჟის წარმომადგენლების ყველანაირი კრიტიკა უარყო აშშ-ის პროკურატურის მიერ მიცემული გარანტიების შესახებ და დაასკვნა, რომ ისინი საკმარისი იყო შეშფოთების მოსახსნელად [ასანჟის თვითმკვლელობის მუქარის შესახებ], რაც საოლქო მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველი იყო. ამ მიზეზით, სასამართლომ გადაწყვიტა, დაეკმაყოფილებინა აპელაცია და დაადგინა – საქმის უკან გადაცემა სამაგისტრო სასამართლოში, რომ მოსამართლემ საქმე გადასცეს შინაგან საქმეთა მდივანს, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ასანჟის ექსტრადირება შეერთებულ შტატებში”, – ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები