“ღირსეული ხელფასი ექთნებს” – მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დაანონსდა

“ღირსეული ხელფასი ექთნებს” – მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დღეს, 19:00 საათზე აქცია გაიმართება.

როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, ექთნები შრომის რეალურ დაფასებას ითხოვენ.

“სოლიდარობის ქსელში” აცხადებენ, რომ ექთნები პანდემიის დროს საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად ზრუნავენ პაციენტებზე, თუმცა, დღევანდელი ანაზღაურება თვიდან-თვემდე ფიზიკური გადარჩენისთვისაც არაა საკმარისი.

“ვითხოვთ საცხოვრებელ ხელფასს, რაც გულისხმობს ღირსეული ცხოვრებისთვის სამყოფ შემოსავალს, რომ მშრომელების ანაზღაურება იყოს გარანტი „სულ მინიმუმ ბაზისური, თუმცა, ღირსეული ცხოვრების პირობებისა, რაც საზოგადოების მიმდინარე ეკონომიკური განვითარების დონის შესაბამისი იქნება. მშრომელები და მათი ოჯახები უნდა ცხოვრობდნენ სიღარიბის ზღვარს ზემოთ და მათ უნდა შეძლონ სოციალურ და კულტურულ თანაცხოვრებაში მონაწილეობის მიღება.“

სახელმწიფოსგან ვითხოვთ, რომ ექთნების საცხოვრებელი ხელფასი გახდეს საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ყოველწლიური საშუალო ხელფასის 130% (რაც ყოველწლიურად შეიცვლება საშუალო ხელფასის ზრდის მიხედვით). ხელფასის ამ ოდენობის განსაზღვრა ემყარება „სოლიდარობის ქსელის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომელიც ითვალისწინებს ექთნების ისეთ ბაზისურ ხარჯებს, როგორიცაა ადეკვატური კვება, ტრანსპორტირება, დასვენება, კულტურა, მომსახურება, ტანსაცმელი და კომუნალური გადასახადები. 2020 წლის წლიური საშუალო ხელფასის გათვალისწინებით გაზრდილი ხელფასი უნდა იყოს 1590.25 ლარი. მაგ: 130% * 1227 (2020 წლის საშუალოს) = 1595.49, ხელზე გამოდის 1272 ლარი”, – წერენ ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები