თემქაზე მამაკაცი, სავარაუდოდ, გაზით გაიგუდა

თბილისში, თემქაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში შუახნის მამაკაცი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით გაიგუდა.
არსებული ინფორმაციით, ბინაში CO-ს დაგროვება ღია წვის კამერიანმა წყლის გამათბობელმა გამოიწვია.

კომპანიაში “თბილისი ენერჯი” აცხადებენ, რომ დანადგარი ორჯერ ჩაჭრეს, თუმცა, მოქალაქემ ის თვითნებურად მაინც შეაერთა.

შს სამინისტრო მომხდარს იკვლევს.
“კვირა” დამატებით დეტალებს არკვევს და მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები