კობა კობალაძე უნგრეთის საელჩოს პირველ მდივანს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე საქართველოში უნგრეთის საელჩოს პირველ მდივანს, ზოლტან ჰეგის შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კობა კობალაძემ ზოლტან ჰეგის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმდინარე და სამომავლო გეგმები გააცნო.

“ისაუბრა სამსახურის პრიორიტეტებზე საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში; ევროპის ქვეყნებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის შესახებ და უნგრეთის ვეტერანების სამსახურთან და, ამ მიმართულებით, უნგრეთში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

თავის მხრივ, პირველმა მდივანმა კობა კობალაძეს და საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს თანადგომა გამოუცხადა და საქართველოსა და უნგრეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებაში მხარდაჭერა აღუთქვა. მხარეები შეთანხმდნენ, ამ მიზნით, უახლოეს მომავალში, დაგეგმონ სხვადასხვა, ერთობლივი ღონისძიება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები