ტრადიციული რეწვის და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების განვითარების პროექტების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება
11 დეკემბერს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი ტრადიციული რეწვის განვითარების პროგრამის ფარგლებში აწყობს 2019-2021 წლებში განხორციელებული პროექტების შეჯამებას და ახალი სამომავლო გეგმების გამოცხადებას. ფორუმი, რომელიც ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართება, მოიცავს ონლაინ და პირისპირ სიმპოზიუმს და პროგრამის ბენეფიციარების – ტრადიციული რეწვისა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა და დიზაინერთა გამოფენა-გაყიდვას.
ფორუმის ფარგლებში მოხდება ისეთი საერთაშორისო პროექტების შეჯამება, როგორიცაა:
CRAFTING FUTURES – რომლის მიზანია პროფესიული ბრიტანული შემოქმედებითი სწავლების მოდულის ეროვნულ სასწავლო გეგმაში დანერგვა, ასევე შემოქმედებითი საქმიანობის ხარისხის შენარჩუნება და უწყვეტი განვითარება. პროგრამა მხარს უჭერს კვლევებს და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ორიენტირებულია ტრადიციულ რეწვასა და ხელნაკეთი ნივთების განვითარებაზე. პროექტი ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოს (British Council) ფინანსური მხარდაჭერით, პლიმუთის ხელოვნების კოლეჯის (Plymouth College of Arts, დიდი ბრიტანეთი), განათლების ხარისხის გაუმჯობესების ეროვნული ცენტრის და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიერ.
FUTURE WORKFORCE FOR CRAFTS INDUSTRY („ახალი შესაძლებლობები რეწვის ინდუსტრიის განვითარებისთვის“) მიზნად ისახავს ოსტატების ბიზნეს უნარების განვითარებას, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით შემოქმედებითი პროდუქციის შექმნას, პროექტის ფარგლებში პროდუქციის როგორც საერთაშორისო ბაზრობებზე, ასევე, ადგილობრივ გამოფენაზე წარდგენას. ახალგაზრდა შემოქმედების დასაქმების ხელშეწყობას. პროექტის მხარდამჭერია USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა (USAID Economic Security Program).
CRAFTING EUROPE – ევროკავშირის შემოქმედებითი ევროპის პროექტი, ხორციელდება ევროკომისიის შემოქმედებითი ევროპის (Creative Europe) პროექტის და შემოქმედებითი საქართველოს (Creative Georgia) მხარდაჭერით. პროექტი გულისხმობს ტრადიციული რეწვის სფეროში ბიზნეს უნარების განვითარებას, როგორიცაა მეწარმეობა, ფინანსური დაგეგმვა და საგადასახადო საკითხები, ინტელექტუალური საკუთრება, ქართული პროდუქციის ექსპორტზე გატანა და სხვა. ასევე ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა რეწვის ინდუსტრიაში. პროექტი ხორციელდება ირლანდიის დიზაინის და რეწვის საბჭოს (ირლანდია), Artex (იტალია), დიდი ბრიტანეთის რეწვის საბჭოს, (Crafts Council (CCUK), ლიმერიკის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (Limerick Institute of Technology (LIT) დიდი ბრიტანეთი), CEARTE ( პორტუგალია), EOI-Fundesarte (ესპანეთი), ნიდერლანდების რეწვის საბჭოს (CCNL), უკრაინის რეწვის სავაჭრო პალატის და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიერ.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პროგრამის 60-მდე მონაწილის ნამუშევრები, პროგრამის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
ფორუმის ფარგლებში მოხდება პროექტების შესახებ ორი საინფორმაციო ვიდეო რგოლის პრეზენტაცია და „ტრადიციული რეწვის და დიზაინის თბილისის IV საერთაშორისო სამიტის -ეთნოფესტი 2022“ – ის გამოცხადება.
R