პაატა მანჯგალაძე: ტიკარაძეს, სადაც უნდა წავიდეს, ეს პასუხისმგებლობა ყველგან გაყვება

“ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომა იმ პასუხისმგებლობას ვერ მოხსნის, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს უკავშირდება”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„ყოველდღე იმდენი ადამიანი იღუპება, რომ სპორტის სასახლეს გაავსებდა. თქვენ იცით, რომ, სამწუხაროდ, საქართველო ერთ სულ მოსახლეზე მოწინავეა და ეკატერინე ტიკარაძე სადაც  უნდა წავიდეს, ეს პასუხისმგებლობა ყველგან გაჰყვება“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა გუშინ დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები