როგორია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სტატისტიკა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 9 813-მა ადამიანმა გაიკეთა.

ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სულ ქვეყანაში 2 287 645 აცრა გაკეთდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 882 822 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 825 442, გარდაიცვალა 12 631 პაციენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები