საქართველოში კორონავირუსის 3 454 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 334 ადამიანი
საქართველოში კორონავირუსის 3 454 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 334 ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 50 623 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 29 925, „პისიარ“ ტესტით – 20 698.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,82%, ბოლო 14 დღის – 8,06%, ბოლო შვიდი დღის – 7,74%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 882 822 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 825 442 გამოჯანმრთელდა, 12 631 კი, გარდაიცვალა.