საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 49 პაციენტი ემსხვერპლა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 49 პაციენტი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 12 631-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 454 პირს დაუდასტურდა, 3 334 პაციენტი გამოჯანმრთელდა.