„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირთან დაახლოების მისწრაფებების მხარდაჭერას დაადასტურებს – Reuters

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირთან დაახლოების მისწრაფებების მხარდაჭერას დაადასტურებს. ამის შესახებ Reuters „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის დეკლარაციის პროექტზე დაყრდნობით წერს.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ამ სახელმწიფოებთან მხარდაჭერის დადასტურების მიუხედავად, “აღმოსავლეთ პარტნიორობა” ევროკავშირის მომავალ წევრობასთან დაკავშირებით დაპირებებს არ გააკეთებს.

მომდევნო კვირის სამიტზე განხილული პროექტის ამონარიდები, როგორც “როიტერსი” წერს, აჩვენებს, რომ ევროკავშირი “აღიარებს ევროპულ მისწრაფებებს და დაინტერესებული პარტნიორების ევროპულ არჩევანს”.

“ეს არის იგივე ენა, რომელიც გამოიყენებოდა 2017 წელს “აღმოსავლეთის პარტნიორობის” ბოლო სამიტის განცხადებაში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში გადწყვეტილი აქვთ დააჩქარონ საბაზრო ეკონომიკის რეფორმები და შეუერთდნენ ბლოკს. საქართველო და უკრაინა ასევე აპირებენ ერთ მშვენიერ დღეს შეუერთდნენ აშშ-ის ხელმძღვანელობით ნატოს სამხედრო ალიანსს, თუმცა რუსეთთან ტერიტორიული კონფლიქტები ამას ართულებს”,- წერს Reuter-ი.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი 15 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები