მაია ბითაძემ ტომასო ბასეტისთან გარემოს დაცვის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გამართა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ონლაინ შეხვედრა გამართა გაერო-ს ეკონომიკური კომისიის ევროპისთვის (UNECE) მდგრადი ურბანული განვითარების პროექტებზე მომუშავე ტომასო ბასეტისთან.

არლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს გარემოსდაცვითი საკითხები, ეროვნული დონის პრიორიტეტები და გეგმები. ასევე, ისაუბრეს, თუ როგორ უნდა მოგვარდეს არსებული და მისაღები კანონპროექტების ეფექტურ აღსრულებასთან დაკავშირებული პრობლემები.

ტომასო ბასეტის განცხადებით, გაერო-ს ეკონომიკური კომისიის ევროპისთვის (UNECE) მთავარი მიზანია, რომ მხარი დაუჭიროს თბილისის მერიას და შესაბამის სამინისტროებს ურბანულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პროექტების შემუშავებაში და დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობაში.

„ჩვენ განვიხილეთ კომიტეტის მთავარი პრიორიტეტული საკითხები, როგორებიცაა სწორი ურბანული განვითარება, გამწვანება, ფიტოსანიტარია, ასევე, გარემოსდაცვითი საკითხების აქტუალიზაცია. გამოვხატეთ მზადყოფნა თანამშრომლობისთვის, რომ მოვახდინოთ მაქსიმალურად მდგრადი და მედეგი ინფრასტრუქტურული პროექტების შემუშავება, რაც რეალური შედეგების მომტანი იქნება როგორც თბილისისთვის, ასევე – სხვა მუნიციპალიტეტებისთვისაც”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ მაია ბითაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები