თბილისს ნატოს საპარლამენტო დელეგაცია დღეს ეწვევა

დღეს თბილისს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჰიუ ბეილი ეწვევა. საპარლამენტო დელეგაციაში არიან: ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტები: დანიელ ბაკელენი და კარლ ლამერსი, ასამბლეის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ხულიო მირანდა-კალჰა, ასამბლეის გენერალური მდივანი დევიდ ჰობსი.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია შეხვედრებს ხვალიდან იწყებს. თავდაპირველად შეხვედრა ნატოს სამეკავშირეო ოფისში გაიმართება, სადაც ოფისის ხელმძღვანელს ვილიამ ლაჰიუსს შეხვდებიან. ასევე შეხვედრა გაიმართება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჰიუ ბეილი პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შეხვდება, რის შემდეგაც ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება. ხვალ ვიზიტის ფარგლებში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პირველი პირები საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას შეხვდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები