კინორეჟისორ ალექსანდრე (საშა) რეხვიაშვილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება საშა რეხვიაშვილის მიერ 1981 წელს გადაღებული ფილმი – „გზა შინისაკენ“. ასევე გამოიფინება მისი ფოტოარქივი, რომელზეც რეჟისორის ფილმებზე მუშაობის პროცესია ასახული.