ადვოკატი: სააკაშვილს ეხვეწებოდნენ, ემუქრებოდნენ, აშინებდნენ, სთხოვდნენ, რომ ჩამოსულიყო, ჩამოვიდა საქართველოში და ახლა ხელისუფლება ამის გამო ცდილობს, რომ დასაჯოს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილისთვის წარდგენილ ბრალდებას ,,აბსურდულს,, უწოდებს.
ადვოკატის თქმითვე, სააკაშვილს იმის გამო ასამართლებენ, რომ სამშობლოში დაბრუნდა.
“საქმე ეხება აბსურდულ ბრალდებას, სადაც მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ საქართველოში დაბრუნების გამო. საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომლის წვლილიც ამ ქვეყნის ჩამოყალიბებისა და სახელმწიფოდ ქცევის საქმეში არის ფასდაუდებელი, ასამართლებენ იმის გამო, რომ ის დაბრუნდა. მას ეხვეწებოდნენ, ემუქრებოდნენ, აშინებდნენ, სთხოვდნენ, რომ ჩამოსულიყო, ჩამოვიდა საქართველოში და ახლა ხელისუფლება ამის გამო ცდილობს, რომ დასაჯოს. არავითარი იურიდიული და ფაქტობრივი საფუძველი ამ ბრალდებას არ აქვს და ეს წმინდა წყლის პოლიტიკური ბრალდებაა”, – განაცხადა ადვოკატმა.