ქართული საპარლამენტო დელეგაცია საფრანგეთის სენატის ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის წევრს, სერჟ ბაბარის შეხვდა

საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა, საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, შეხვედრა გამართა საფრანგეთის სენატის ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის წევრთან სერჟ ბაბარისთან.

პაშეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასა და საკანონმდებლო ორგანოებს შორის სექტორული მიმართულებით ორმხრივი ვიზიტების გააქტიურების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრის მიმდინარეობისას, ფრანგმა სენატორმა დელეგაციის წევრებს მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერის კუთხით საფრანგეთის გამოცდილება გაუზიარა.

ხაზი გაესვა მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას და მხარდაჭერას პანდემიისა და პოსტპანდემიურ პირობებში. სერჯ ბაბარი დავით სონღულაშვილს კოვიდ პანდემიის პირობებში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე ესაუბრა და ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული მიმართულების, ტურიზმის სფეროს აღდგენისთვის სახელმწიფოს მხრიდან გატარებულ პოლიტიკასა და გამოყენებულ მექანიზმებზე ინფორმაცია გააცნო.

დავით სონღულაშვილმა ფრანგ სენატორს დარგობრივი კომიტეტის საქმიანობა და ტურიზმის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი თემატური მოკვლევები გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა ის ნაბიჯები და ღონისძიებები განიხილეს, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობებისა და ქართულ ბაზარზე მეტი ფრანგული ინვესტიციების შემოსვლას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები