სალომე ზურაბიშვილი: ჩემთვის დიდი პატივი იყო ანგელა მერკელთან მუშაობა
“ჩემთვის დიდი პატივი იყო ანგელა მერკელთან მუშაობა”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ანგელა მერკელის კანცლერობის დასრულებას.
მისივე თქმით, მერკელის როლი ევროპის გაძლიერებაში დიდია.
„ჩემთვის დიდი პატივი იყო ანგელა მერკელთან მუშაობა იმ წლებში, როდესაც ის კანცლერის მოვალეობებს ასრულებდა. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოსა და გერმანიას შორის კავშირები ექსპონენტურად გაიზარდა. მისი როლი ევროპის გაძლიერებაში კარგად დაგვამახსოვრდება და ვიმედოვნებ, რომ ის გააგრძელებს ქალი ევროპელი ლიდერების მომავალი თაობის შთაგონებას“, – წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.