კახა კალაძე – “ნაცმოძრაობას”: ყველა დაპირებულ პროექტს განვახორციელებთ და არ მოგცემთ საშუალებას ჩვენს და თქვენს შვილებს მომავალი დაუნგრიოთ

თბილისის მერმა კახა კალაძემ “ფეისბუქზე” პირდაპირი ჩართვის დროს “ნაციონალურ მოძრაობას” მიმართა და განაცხადა, რომ არ მისცემს საშუალებას შვილების თაობას მომავალი დაუნგრიონ.

დედაქალაქის მერის შეფასებით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში “ნაციონალურ მოძრაობას” კიდევ არაერთხელ გაუცრუვდება იმედი.

“თქვენი მოქმედების ერთადერთი ფორმულა და ალგორითმი არის – რაც უფრო ცუდად იქნება ყველაფერი, მით უკეთესი თქვენთვის, მაგრამ აქაც მინდა იმედები გაგიცრუოთ, გული დაგწყვიტოთ და გითხრათ – არაფერი ცუდად არ იქნება. მომდევნო ოთხი წელი, თბილისის აღმშენებლობის და განვითარების წლები იქნება; აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გაუმჯობესდება ვითარება; ყველა დაპირებულ პროექტს განვახორციელებთ და არ მოგცემთ საშუალებას ჩვენს და თქვენს შვილებს მომავალი დაუნგრიოთ, ეს უბრალოდ არ მოხდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები