კახა კალაძე – “ნაცმოძრაობაზე”: სანამ მსგავსი დესტრუქციული პოლიტიკური ძალა არსებობს, სამწუხაროდ, იდეალური არაფერი იქნება ამ ქვეყნის პოლიტიკაში

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სანამ “ნაციონალური მოძრაობის” მსგავსი პარტია არსებობს, ქართულ პოლიტიკაში არაფერი იქნება იდეალურად.

მისი შეფასებით, რევოლუციები, გადატრიალებები და დაპირისპირებები ყოველთვის მარცხისთვის იქნება განწირული.

„სანამ თქვენი მსგავსი დესტრუქციული პოლიტიკური ძალა არსებობს, სამწუხაროდ, იდეალური არაფერი იქნება ამ ქვეყნის პოლიტიკაში. თქვენ შეგიძლიათ, განაგრძოთ დესტრუქცია, ყოველ დღე მოიგონოთ ახალი ტყუილი, ყოველ დღე ეცადოთ, რომ ადამიანები დაარწმუნოთ, თითქოს, ქვეყანა იქცევა, თითქოს, დღეს თუ არა ხვალ რევოლუციას აუცილებლად მოაწყობთ და თქვენს ლიდერს, მეგის ქარდავას გაათავისუფლებთ – ეს თქვენი საქმეა, რომლისგანაც გარწმუნებთ, არაფერი გამოგივათ, როგორც არ გამოგივიდათ გასული 8 წლის განმავლობაში. ყოველთვის იცოდეთ – რევოლუციები, გადატრიალებები და დაპირისპირებები ყოველთვის მარცხისთვის იქნება განწირული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები