ირაკლი ზარქუა: საკრებულოს ოპოზიცია გაცილებით სუსტია, ვიდრე ჩემს დროს იყო

“დედაქალაქის საკრებულოში საკმაოდ უსუსური ოპოზიცია შევიდა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუამ საკრებულოს უმრავლესობას წარმატებები უსურვა.

“საკრებულოს ოპოზიცია გაცილებით სუსტია, ვიდრე ჩემს დროს იყო, მაშინ მთავარი წამყვანი იქ მასხარა იყო. კალაძე ჯერ კორუფციაში დაადანაშაულეს და შემდეგ, როცა კალაძემ კონკრეტული შემთხვევის დასახელება მოითხოვა, ოპოზიციის პასუხი იყო, რომ ეს იყო არა მისი შეურაცხყოფა, არამედ სამართლებრივ-პოლიტიკური ტერმინი. ამას ვერ გაცდა. დედაქალაქის საკრებულოში საკმაოდ უსუსური ოპოზიცია შევიდა. ჩვენს გუნდს ვუსურვებ, გაამართლონ იმედები, რაც მათ არჩევნებზე მხარდაჭერით გამოუცხადეს”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები