პრემიერი მორიგ საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს
ირაკლი ღარიბაშვილს შენიშვნები მთავრობაში დარჩენილ რამდენიმე მინისტრთან აქვს. როგორც მან „ტელეიმედის“ ეთერში, გადაცემა „პოლიტიკის დროში” განაცხადა, მორიგ საკადრო ცვლილებას არ გამორიცხავს.
“მე დაკვირვების რეჟიმში ვაგრძელებ მუშაობას ყველა მინისტრის და მათ შორის იმ მინისტრებისმიმართ, რომლებთან დაკავშირებითაც ჯერ კიდევ მაქვს გარკვეული შენიშვნები. მორიგ ცვლილებასარ გამოვრიცხავ, მაგრამ მინდა მათ კიდევ ერთი შანსი მივცე, რომ მაქსიმალურად დაიხარჯონ დაგამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები. ჯერ არაფერს ვგეგმავ. შესაძლოა, ცვლილება საერთოდაც არ მოხდეს. ეს მათზეა დამოკიდებული. დაკვირვების რეჟიმში ვაგრძელებ მუშაობას. ყველა მინისტრს, ვისი მისამართითაც მაქვს შეკითხვები, მინდა კიდევ ერთი შანსი მივცე და მივცე საშუალება, საკუთარი შესაძლებლობებიგამოავლინონ. ცვლილება აუცილებელი იყო. ეს კარგი პროცესია, რომელიც მოტივაციის გაზრდას გამოიწვევს. მინისტრები, რომლებიც დარჩენენ თანამდებობებზე უფრო მოტივირებულები იქნებიან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.