ადამ კინზინგერი: უნდა გავაორმაგოთ ჩვენი სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა საქართველოსთვის

ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი საქართველოს დელეგაციის წევრებთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება.

მისი თქმით, აშშ-მა საქართველოს სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს.

„კარგი და ჯანსაღი შეხვედრა გვქონდა ჩვენი კარგი მოკავშირის, საქართველოს დელეგაციასთან. რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ საფრთხის გათვალისწინებით, უნდა გავაორმაგოთ ჩვენი სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა მათთვის. საქართველოს 1/3 ოკუპირებულია რუსეთის მიერ”, – წერს კონგრესმენი „ტვიტერში“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები