ირაკლი ხმალაძე: ათივე სატრანსპორტო დერეფანი დაგეგმარებულია, ამ კომპლექსური გეგმის რეალიზებას 2022-2023 წლებში დავასრულებთ

თბილისის ვიცემერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისის სატრანსპორტო ქსელის რეფორმის ფარგლებში ათივე დერეფანი დაგეგმარებულია. როგორც ხმალაძემ აღნიშნა, ეს იმ კომპლექსური სატრანსპორტო გეგმის ნაწილია, რომლის რეალიზებაც 2022-2023 წლებში მოხერხდება.

„ათივე დერეფანი დაგეგმარებულია. მისი იმლეპემენტაციისთვის ჩვენ გვჭირდება, დაახლოებით, წელიწად-ნახევარი, რადგან საჭიროა შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება. ეს არის ერთიანი სქემის ნაწილი, რომელიც ასევე კავშირშია 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანასთან, რაც, თავის მხრივ, ახალი ავტობაზის მშენებლობას უკვაშირდება. ამ კომპლექსური გეგმის რეალიზებას ვფქირობთ, რომ 2022-2023 წლების განმავლობაში დავასრულებთ,“ – განაცხადა ხმალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები