“შეცდომებს ყველა უშვებს, მათ შორის მეც”

მე არ გამოვრიცხავ, რომ შეცდომები დავუშვათ, შეცდომებს ყველა  უშვებს, მათ შორის მეც, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ ვართ გულწრფელები, – ამის შესახებ პრემიერმა „ტელეიმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„როდესაც ადამიანი გულწრფელია და მას აქვს რწმენა, რომ ის საკუთარი ხალხისთვის, ქვეყნისთვის სწორ საქმეს აკეთებს,  ეს შეცდომებიც მარტივად გამოსწორებადია.  რასაკვირველია, მე იმას არ ვუარყოფ, რომ არის საკითხები, რომლებიც მოითხოვს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს,  რომლების განხილვაც საჭიროა ჩემთან, ან მთავრობის ფორმატში, მის წევრებთან ერთად,  მაგრამ საკითხები, რომლებიც უშუალოდ  სამინისტროებს და მათ შიდა საქმიანობას  ეხება, მათ შესახებ  გადაწყვეტილება უშუალოდ მინისტრის მისაღებია.  ის არ უნდა ელოდებოდეს თანხმობას პრემიერისგან“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები