გორში „ოფროუდ სპრინტის“ ეტაპი გაიმართა

გორში „ოფროუდ სპრინტის“ გორის ეტაპი გაიმართა.ინფორმაციას ამის შესახებ გორის მერია ავრცელებს.
„ ღონისძიება, რომელიც მონაწილეობას იღებდნენ როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული მრბოლელები, სოფელ ტინისხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მეორედ მოეწყო.
სპორტის ექსტრემალური სახეობაში გამარჯვებისთვის 30-მდე მონაწილე იბრძოდა. მათ შორის იყო ხუთი უცხოური ეკიპაჟი.
ორგანიზატორების განცხადებით, „ოფროუდ სპრინტში“ საქართველოში დღემდე ჩატარებული არცერთი საერთაშორისო შეჯიბრება არ ყოფილა ასეთი წარმომადგენლობითი.
ღონისძიება საქართველოსა და შიდა ქართლის ოფროუდის ფედერაციებისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. მისი მიზანი საავტომობილო ექსტრემალური სპორტის პოპულარიზაცია იყო.
გამარჯვებულებს სხვადასხვა ფულადი ჯილდოები, სიგელები, მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები