რუსეთში “ომიკრონი” ორ მოქალაქეს დაუდასტურდა

კორონავირუსის ახალი შტამი – “ომიკრონი” რუსეთში ორ ადამიანს დაუდასტურდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაავადება აღმოჩნდათ პირებს, რომლებიც ქვეყანაში სამხრეთ აფრიკიდან ჩავიდნენ.

კორონავირუსის ახალი შტამი – B.1.1.529 ბოტსვანაში და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ნოემბრის ბოლოს აღმოაჩინეს.

ახალი ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე აქამდე აღმოჩენილი შტამები.

“ომიკრონი” საქართველოში, ჯერჯერობით, არ გამოუვლენიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები