რუსეთში 6 წლის ბავშვებისთვის კორონავირუსისგან დამცავი  ვაქცინის ტესტირება იწყება

ბავშვებისთვის კორონავირუსისგან დამცავი ვაქცინის ტესტირებას რუსეთში 2022 წლიდან დაიწყებენ. ამის შესახებ დღეს რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მიხაილ მურაშკომ განაცხადა. მისი თქმით, ეს ვაქცინა განკუთვნილი იქნება 6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

ნოემბრის ბოლოს გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ინსტიტუტმა 12 წლის მოზარდებისთვის განკუთვნილი პრეპარატის საკვლევი საჭირო დოკუმენტაცია მოამზადა. აღსანიშნავია, რომ რუსეთში უკვე დაშვებულია კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება 12-17 წლის ასაკობრივი ჯგუფისთვის. ის რუსული წარმოებისაა და ატარებს Гам-КОВИД-Вак М-ს სახელწოდებას. როგორც რუსეთის ჯანდაცვის სექტორის ხელმძღვანელები აცხადებენ, არასრულწლოვნებს აცრას, ნებაყოფლობით საწყისებზე, მხოლოდ მშობლების ან მეურვეების თანხმობის შემთხვევაში უკეთებენ.

რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა ასევე დასძინა, რომ ფედერაციის ტერიტორიაზე აცრილი მოქალაქეების მხოლოდ 3-4 პროცენტია ინფიცირებული. „კოვიდ-19“-ით დაავადებულთა უმეტესი წილი აუცრელ მოქალაქეებზე მოდის.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები