ლაშა ხუციშვილი: 2022 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს საჯარო სექტორში ხელფასების მატებას

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2022 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს საჯარო სექტორში ხელფასების 10%-იან მატებას. როგორც მან აღნიშნა, საჯარო სამსახურში ხელფასების ზრდა 2017 წლის შემდეგ არ განხორციელებულა, „თუ არ ჩავთვლით გარკვეულ მიმართულებებს, როგორიც არის მასწავლებლების, პოლიციელთა, ასევე, 2019 წელს ჯარში გაზრდილ ხელფასს, საჯარო სამსახურში ხელფასების ზრდა არ განხორციელებულა”.

“მომდევნო წლის იანვრიდან ხელფასები გაეზრდებათ მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, მანდატურებს, სოფლის ექიმებს, ექთნებს, სასწრაფოს დახმარების სამსახურის ყველა თანამშრომელს, ჯარს, პოლიციას.

ამავე დროს, მომდევნო წელს მთავრობა პარლამენტში წარადგენს ხელფასების რეგულირების ახალ წესებს საჯარო სექტორში, რომლის მიხედვითაც, საჯარო მოხელეებს ყოველწლიურად ისევე გაეზრდებათ ანაზღაურება, როგორც გაიზრდება კერძო სექტორში დასაქმებულ პირთა ანაზღაურება, რაც საბოლოოდ, მოაწესრიგებს საჯარო მოხელეების ხელფასების საკითხს”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები