ირაკლი ღარიბაშვილი: ონლაინ-კაზინოებთან დაკავშირებით კანონპროექტის ინიცირება ამ კვირაში მოხდება, რომ სწრაფად განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები

“ონლაინ-კაზინოებთან დაკავშირებით კანონპროექტის ინიცირება ამ კვირაში მოხდება, რომ სწრაფად განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ფინანსთა მინისტრს უკვე ჰქონდა კონსულტაციები პარლამენტთან.

„ონლაინ-კაზინოებთან დაკავშირებით ბატონ ლაშა ხუციშვილს საუბარი ჰქონდა პარლამენტთან, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები და ამ კვირაში მოხდება კანონპროექტის ინიცირება, რომ სწრაფად განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები