ბრაზილიაში კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, შეცდომით, ჩვილებს შეუყვანეს

ბრაზილიაში ორ ჩვილს, შეცდომით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა შეუყვანეს, ბავშვები ჰოსპიტალიზებულები არიან.

ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი Uol ავრცელებს.

ორი თვის გოგონასა და ოთხი თვის ბიჭს ყივანახველას, დიფტერიის, ტეტანუსის, B ჰეპატიტის და B ტიპის ჰემოფილუსის საწინააღმდეგო კომბინირებული ვაქცინის ნაცვლად, შეცდომით, კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინა შეუყვანეს.

მედია წერს, რომ ბავშვებს აღენიშნებოდათ მაღალი ტემპერატურა, გოგონას ღებინება დაეწყო.

აღნიშნულია, რომ ჩვილები საავადმყოფოში ერთ კვირას გაატარებენ, ყოველ 48 საათში მათ სისხლის ანალიზს ჩაუტარებენ, ასევე, ელექტროკარდიოგრამას და ექოკარდიოგრაფიას გაუკეთებენ.

ამჟამად, მომხდარის ადმინისტრაციული გამოძიება მიმდინარეობს და ექთანი, რომელსაც ვაქცინები შეეშალა, სამსახურიდან დროებით არის დათხოვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები