GITA – ს ორგანიზებით იმერეთში პრე-აქსელერაციის პროგრამა დაიწყო

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს ოთხს საპილოტე რეგიონში: (კახეთი, გურია, იმერეთი, რაჭა- ლეჩხუმი) აქსელერაციის პროგრამა ხორციელდება.

სააგენტოს ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, პრე-აქსელერაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მუნიციპალიტეტის მერები და რეგიონში მცხოვრები დაინტერესებული ახალგაზრდები დაესწრნენ.

პროგრამის მიზანია:

რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდა ადამიანებში გააღვივოს და განავითაროს ინოვაციური აზროვნების, იდეაციის და სტარტაპის შენების ძირითადი უნარები.

მონაწილეებისთვის სტარტაპის საწყისი ეტაპის წარმართვის პრაქტიკული გამოცდილების შეძენა საკუთარი იდეების განვითარების მაგალითზე. რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდა ინოვატორების უფრო აქტიურად ჩართვა საქართველოს ინოვაციურ და სტარტაპ-ეკოსისტემაში.

ახალგაზრდა ინოვატორებს შორის უფრო მყარი კავშირების გაჩენა და მათთვის კოლაბორაციის უპირატესობების დემონსტრაცია საკუთარ მაგალითზე, რეგიონებში GITA-ში არსებული დაფინანსების შესახებ ინფორმირებულობის დონის გაზრდა.

პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში მონაწილეები გაივლიან დაახლოებით ინტენსიურ კურსს სტარტაპის შენებაზე და მეწარმეობაზე, ახლოს გაიცნობენ ეკოსისტემის გამოცდილ წარმომადგენლებს და ექნებათ საშუალება, ამ ადამიანებთან მათთვის საინტერესო კითხვების დასმის. მიიღებენ ღრმა პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ინოვაციური იდეების გენერირება, დამუშავება, ვალიდაცია და მათი ბიზნეს პროექტებად გადაქცევა.

მოხდება მათი ერთმანეთთან უფრო მჭიდროდ შეკავშირება, მათში გუნდური მუშაობის უნარების განვითარება მონაწილეების მიერ კურსის მანძილზე შემუშავებული იდეები შესაძლოა მოგვიანებით კომერციულად საინტერესო ბიზნეს-პროექტებად იქცეს, რადგან მათ საშუალება ექნებათ მონაწილეებს კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, საკუთარი პროექტების შეტანა სააგენტოს საგრანტო პროგრამებში, შედეგად, ქვეყანაში არსებულ სტარტაპ კონკურსებსა და საგრანტო პროგრამებში გაჩნდება მეტი პროექტი რეგიონებიდან.

პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა ლოკაციაზე სააგენტოს მხრიდან, შეირჩნენ გამოცდილი და ხარისხის მაღალ ნიშნულზე მოქმედი ტრენინგ პროვაიდერები, რომლებთან ერთადაც მოხდა პროგრამის სილაბუსის შეამუშავება, საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე დარგის სპეციალისტებისა და მენტორების მოძიება, ეს ყველაფერი კი, თავის მხრივ მოერგო კონკრეტული რეგიონის გამოწვევებსა და სპეციფიკას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები