დავით ბახტაძე: ტერიტორიული რეზერვის პროგრამა მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და პატრიოტი სულისკვეთების ამაღლებისთვის

ტერიტორიული რეზერვის პროგრამის ფარგლებში რეზერვისტთა მეორე ეტაპის საწყისი შეკრება დასრულდა.
ამჯერად რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი იმერეთში, მე-10 კადრირებული ბრიგადის 102-ე ქვეითი კადრირებული ბატალიონის ბაზაზე დადეს.

ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის იმერეთის რეგიონის ბატალიონს ტერიტორიული რეზერვისტების 140 სამხედრო მოსამსახურე შეუერთდა, აქედან 8 ქალია, ხოლო 42 სამტრედიელი რეზერვისტი.

102-ე ქვეითი კადრირებული ბატალიონის სარეზერვო პირად შემადგენლობას სამხედრო ფიცის მიღება თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსობამ მიულოცა.

ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებთან და სარდლებთან ერთად ცერემონიას ესწრებოდნენ იმერეთის მუნიციპალიტეტების მერები.

დავით ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა რეზერვისტთა როლსა და მნიშვნელობაზე.

,,ტერიტორიული რეზერვის პროგრამა მნიშვნელოვანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისთვის. მადლობა თითოეულ რეზერვისტს პროგრამაში მონაწილეობისთვის. ეს საუკეთესო მაგალითია მომავალი თაობებისთვის”, – განაცხადა დავით ბახტაძემ.

ფიცის დადებამდე, რეზერვისტებმა რვა დღიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი სამედიცინო დახმარებაში, ტაქტიკურ, სამწყობრო და საცეცხლე მომზადებაში გაიარეს.
რეზერვისტები თავდაცვის ძალებში 4 წლის განმავლობაში იმსახურებენ, მათი საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 36 დღეა, რომელიც 12 თვეზეა გადანაწილებული. სამოქალაქო პირებისთვის თავდაცვის ძალებში მსახური ნებაყოფლობითია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები